არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ამხანაგურ მატჩში გერმანიის ძლევის (4:2) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ამჟამად მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. მარტინოს ნაქებმა ფეხბურთელმა გერმანელთა კარში ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
"დი მარიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომაა მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მისი ადგილი. მისი და მთლიანად გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. სეზონის დასაწყისია და ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ყველამ მაქსიმალურად წარმოაჩინა თავიანთი შესაძლებლობები” – განაცხადა ხერარდო მარტინომ.