ფეხბურთი

16:30 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო “ბარსელონაში” თავის წესებს ადგენს

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თავის სტაფთან ერთად გუნდის ფეხბურთელებისთვის ახალი წესების დანერგვა დაიწყო. ამის შესახებ football-espana.net-ი იუწყება.

მარტინომ იმ ყოფის შეცვლა გადაწყვიტა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დადგინდა, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გახდა.

ჯერ ახალი წესების სრული ჩამონათვალი უცნობია, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა მივიდნენ. გარდა ამისა, მატჩების ჩატარების დღეს, გუნდის ყველა მოთამაშემ ერთად უნდა ისაუზმოს.

0.064371