“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, “აიაქსთან” წაგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ამსტერდამული მარცხისგან საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს.
“ზოგჯერ, წაგებაც გეხმარება. უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ ვთამაშობდით პირველ ტაიმში. სწორედ შესვენებამდე ფლობდა “აიაქსი” უპირატესობას და ამსტერდამელებმა ამის წყალობით მოიგეს.
“ბარსას” ინტენსივობა აკლდა. “აიაქსის” ფეხბურთელები უფრო სწრაფად მოქმედებდნენ, ორთაბრძოლებში გვჯობდნენ. მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. “აიაქსს” პირველ ტაიმში უპირატესობის მოპოვების უფლება მოვეცით და მე-2 ნახევარში სიტუაცია ვერ გამოვასწორეთ.
“ბარსელონას” ფეხბურთელები, ინდივიდუალურად, მეტოქეზე ცუდად გამოიყურებოდნენ. გუნდს სიზუსტე და მობილურობა არ ჰყოფნიდა. დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად ფეხბურთელებთან საუბარი მჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ “აიაქსთან” წაგება მარტინოს კატალონიურ კარიერაში პირველი მარცხი იყო.