სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:02 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი "რეალთან" დაპირისპირებას უფრთხის

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ხავი მარტინესი აღიარებს, რომ მას არ უნდოდა მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება. როგორც ჩანს ესპანელ ფეხბურთელს საკუთარი გუნდის არ სჯერა და მადრიდელებს საშიშ კონკურენტებად მიიჩნევს.

"ისინი მშვენივრად და ძლიერად თამაშობენ. არ მინდოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალს" შევხვედროდით. მადრიდელებს საშიში გუნდი ჰყავთ. დი მარია, ბეილი, რონალდუ ბევრ საფრთხეს შეგვიქმნიან" _ El Mundo-ს ესპანელმა ფეხბურთელმა.

მარტინესმა გვარდიოლაზეც ისაუბრა:

"პეპმა ჰაინკესის სტილი შეინარჩუნა, თუმცა ბევრი რამ შეცვალა. ახლა უფრო ნელა ვთამაშობთ და ბურთზე კონტროლს ჩვენ ვაწესებთ".

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122593