ფეხბურთი

18:14 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: “რაც მეტს ითამაშებს დეულოფეუ, მით ნაკლებს გადავუხდით “ბარსას”

როდესაც “ბარსელონამ” ახალგაზრდა შემტევი ჟერარ დეულოფეუ “ევერტონში” გაანათხოვრა, კატალონიელებმა პრიორიტეტულად არა ფინანსური სარგებელი, არამედ ფეხბურთელის განვითარება მიიჩნიეს. აღნიშნულს ადასტურებს ინგლისური კლუბის ესპანელი დამრიგებლის, რობერტო მარტინესის კომენტარი.

“დეულოფეუს არენდის საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროს გაატარებს ფეხბურთელი მოედანზე. რაც მეტს ითამაშებს ჟერარი, მით უფრო შემცირდება ფასი.

არა მგონია, “ბარსელონადან” დეულოფეუს გამოსყიდვა მოვახერხოთ, მაგრამ შესაძლოა, ის დამატებით კიდევ ერთი წლით დავიტოვოთ.” – აცხადებს რობერტო მარტინესი.

0.120052