ფეხბურთი

15:02 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ კინდი: “გადასახადების გადამხდელების ფულით კლუბის შენახვა დაუშვებელია”

გერმანული “ჰანოვერის” პრეზიდენტმა მარტინ კინდმა, რეგიონალური ბიუჯეტებიდან საფეხბურთო კლუბების დაფინანსების სისტემა მკაცრად გააკრიტიკა და მსგავსი ქმედება დაუშვებლად მიიჩნია.
ევროპის ლიგის 1/16-ფინალში “ჰამოვერი” პირველ მატჩს დღეს, მოსკოვში, “ლიჟნიკებზე” მახაჩკალის “ანჟის” წინააღმდეგ გამართავს. მან ჩრდილოეთკავკასიური კლუბის დაფინანსება, რომელიც მდიდარი ადამიანების შემოწირულობაზეა დამყარებული სამართლიანად მიიჩნია, დანარჩენი რუსული კლუბები კი, მკაცრად გააკრიტიკა. სხვათა შორის, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც კლუბები გადამხდელების ხარჯზე ფინანსდებიან.
“ყველა ქვეყანას ფეხბურთის განვითარების საკუთარი ფილოსოფია აქვს. ვიცი, რომ “ანჟის” მდიდარი ადამიანები აფინანსებენ და შედეგად, მათ ვარსკვლავები მიიწვიეს, რაც არა მხოლოდ სპორტული შედეგის მისაღწევად, არამედ სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვისაა მისაღები. მაგრამ მე არ ვეთანხმები აქაურ სტრუქტურას. არ შეიძლება მთავარ გუნდს კლუბის წლიური ბრუნვის 50 პროცენტზე მეტი დაახარჯო, ეს დანაშაულია.
ამასთან, დაუშვებლად მიმაჩნია გადასახადის გადამხდელთა ფულით საფეხბურთო, ან ნებისმიერი კლუბის შენახვა. ეს უპერსპექტივო გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, სახელმწიფო კლუბს ერთჯერადად დაეხმაროს, მაგრამ მუდმივი დაფინანსება არასწორი ნაბიჯია” - თქვა კინდმა.


0.116741