“მარსელის” 28-ნომრიანი მაისურით, ამიერიდან, აღარავინ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფრანგული კლუბი მატიე ვალბუენამ დატოვა.
29 წლის ფეხბურთელმა “მარსელიდან” მოსკოვის “დინამოს” რამდენიმე დღის წინათ მიაშურა. რუსულმა კლუბმა ფრანგებს 8 მილიონი ევრო გადაუხადა.
დღეს, გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, “მარსელის” პრეზიდენტმა, ვენსან კაბრიუნმა განაცხადა, რომ ვალბუენას საპატივცემულოდ, გუნდში 28 ნომრით აღარავინ ითამაშებს.
მატიე ვალბუენა “მარსელში” 2006-2014 წლებში თამაშობდა. მან ლა ლიგაში 227 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. ვალბუენამ “მარსელთან” ერთად ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ ქვეყნის ლიგის თასი, ხოლო 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.