ფეხბურთი

10:25 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო სამ კვირას გამოტოვებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” განაპირა მცველ მარსელოს მკურნალობას, წინასწარ გაცხადებული ორის ნაცვლად სამი კვირა დაჭირდება.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული გუნდის მაისურით ავსტრალიასთან გამართული ამხანგური მატჩისას მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, მარსელოს ბარძაყი უნდა ჰქონოდა ნატკენი, მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.

AS-ის ცნობით, მარსელოს მარცხენა ფეხის მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული და მის სრულ რეაბილიტაციას სწორედ სამი კვირა დაჭირდება.

 

 

0.113564