ფეხბურთი

2:03 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელმა“ წაგებები განაახლა

„მარსელს“, ზედიზედ 3 თამაშის მოგების შემდეგ, კვლავ წარუმატებელი პერიოდი დაუდგა. „ლილთან“ წაგების შემდეგ, ელი ბოპის გუნდი უქულოდ უკვე „ნანტთან“ დარჩა, თან, საკუთარ კედლებში გამართულ მატჩში. ანგარიში წინა შეხვედრის მსგავსია - 0:1.

„ველოდრომზე“ გამართული მატჩის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა. ჯორდევიჩის გადაცემის შემდეგ, ალეხანდრო ბედოიამ 6 მეტრიდან დაარტყა და რიკოშეტის წყალობით გუნდს ზედიზედ მე-2 თამაში მოაგებინა.

ამ მატჩის შემდეგ, „ნანტმა“ „მარსელს“ გადაასწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

 

მარსელი-ნანტი 0:1 (0:1)

მარსელი, “ველოდრომი” 36622

მარსელი (4-1-2-3): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, ლემინა (კალიფა 46), შეირუ (იმბულა 81), ტოვინი, ჟინიაკი, პაიე (ჯ. აიუ 73).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, დო, ტურე (ტრებელი 70), ბესა, ბედოია (ვერეტო 62), გაკპე (ოდელი 82), ჯორდევიჩი.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

გოლი: 0:1 ბედოია (17).

გაფრთხილებები: პაიე 60, მენდი 88 - ჯორდევიჩი 54.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 21 (5)-12 (3), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 6-14.

0.115271