ფეხბურთი

19:18 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელმა” ბოპი დაითხოვა

 

58 წლის ფრანგი სპეციალისტი, ელი ბოპი “მარსელის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ელი ბოპის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებია. ჩემპიონთა ლიგაზე, “მარსელი” “სიკვდილის ჯგუფში” კი მოხვდა, მაგრამ ფრანგებმა მე-3 ადგილისთვის ბრძოლაც კი ვერ მოახერხეს, რაც ელი ბოპის მინუსად შეფასდა. გარდა ამისა, გუნდმა ლიგა ერთის ბოლო 2 თამაში წააგო, რის შედეგადაც მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა.

“მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოპის დროებითი შემცვლელი კლუბის სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო იქნება. ის გუნდს ზამთრის შესვენებამდე უთავკაცებს.

0.128263