ფეხბურთი

1:07 | 30.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

„მარსელმა“ 4 საფეხურით წინ წაიწია

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის გადადებულ მატჩში მოგებით „მარსელმა“ 4 საფეხურით დაწინაურება და მე-5 პოზიციაზე გადანაცვლება მოახერხა.

„ველოდრომზე“ გამართულ მატჩში, გუნდებმა სამივე გოლი მეტოქის შეცდომის წყალობით გაიტანეს. 31-ე წუთზე, ჟინიაკი მეკარესთან პირისპირ „ვალანსიენის“ მცველის გადაცემის შემდეგ გავიდა. 6 წუთში, მასუაკუ მარცხენა ფლანგიდან აწვდიდა და მართალია ბურთი მოეჭრა, მაგრამ მანდანდამ არადამაჯერებლად იმოქმედა და ახლო კუთხეში გაუშვა. დაახლოებით მსგავს სიტუაციაში გაიტანა ტოვინმაც, რომელმაც „მარსელს“ 3 ქულა მოუტანა.

 

მარსელი-ვალანსიენი 2:1 (1:1)

მარსელი, “ველოდრომი” 35741

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, მენდესი, ნ’კულუ, მენდი, ლემინა, რომაო (იმბულა 64), ტოვინი (აბერგელი 88), ვალბუენა (კალიფა 71), პაიე, ჟინიაკი.

მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.

ვალანსიენი (4-1-3-2): პენეტო, მატე (ნერი 84), კაგელმახერი, სისი, ენზა იამისი (პუჟოლი 77), მეჯანი, დუმბია, დუკურტიო, მასუაკუ, დოსევი (მელიკსონი 60), ვარისი.

მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.

გოლები: 1:0 ჟინიაკი (31), 1:1 მასუაკუ (37), 2:1 ტოვინი (63).

გაფრთხილებები: სისი 81, დუკურტიო 90+2.

მსაჯი: ბართოლომო ვარელა.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (3)-9 (2), კუთხური: 3-9, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-1, ჯარიმა: 13-16.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.14125
სარეკლამო ადგილი - 99
X x X