ფეხბურთი

1:41 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელის“ ზედიზედ მე-2 საშინაო მარცხი და შეწყვეტილი სერიები

ევროტურნირების საგზურისთვის მებრძოლმა „მარსელმა“ ლიგა ერთში ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში წააგო. ამჯერადაც ანგარიშით 0:1. „ნიცას“ შემდეგ, ჟოზე ანიგოს გუნდი უქულოდ „რენმა“ დატოვა, რომელსაც უკანასკნელი 3 თამაში წაგებული ჰქონდა. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა, როდესაც სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს, ხოლო დუკურემ ოლივეირას გადაცემა გამოიყენა.

ზედიზედ 4 თამაშია მოგებას ვერ ახერხებს „ბორდო“. ფრანსის ჟილოს გუნდმა „ნიცას“ უპასუხა და ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, მაგრამ მალევე თავადაც გაუშვა და მეტოქეს ზედიზედ მე-3 წაუგებელი თამაშის ჩატარების საშუალება მისცა.

ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, გულშემატკივრები მოგებით გაახარა „ბასტიამ“, რომელმაც „რეიმსს“ თამაშის ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა.

„ბასტიას“ მსგავსად, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ბოლოადგილოსანმა „აიაჩომ“, რომელმაც „ვალანსიენთან“ რთულ თამაშში იმარჯვა. კრისტიან ბრაკონის გუნდს 3 ქულა 18 წლის ისა ბარაჯიმ მოუტანა. ის მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო ბოლო წუთებზე თავი 2-ჯერ გამოიჩინა და გუნდს 3:2 მოაგებინა.

კიდევ უფრო ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა „ნანტს“, რომელმაც ბოლო 10 თამაშში პირველად იმარჯვა. დერ ზაკარიანის შეგირდებმა „მონპელიესთან“ 2:0 დაწინაურება მოახერხეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ერთი ბურთი საკუთარ კარში გაიტანეს, 9 კაცით მოთამაშე მეტოქესთან მოგება მაინც მოახერხეს.

 

მარსელი-რენი 0:1 (0:0)

მარსელი, “ველოდრომი” 36883

მარსელი (4-1-3-2): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, შეირუ (იმბულა ვანგა 74), ვალბუენა, ა. აიუ (კალიფა 80), ტოვინი (პაიე 69), ჟინიაკი.

მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.

რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, კანა ბიიკი, არმანი, მ’ბენგი, მაკუნი (ბაკაიოკო 77), კონდრასენი, გროსიცკი (პიტროიპა 69), დუკურე, ალესანდრინი (ემერსონი 90+1), ტოივონენი.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

გოლი: 0:1 დუკურე (76).

გაფრთხილება: მორელი 83.

მსაჯი: ფრედი ფოტრელი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17 (5)-9 (3), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-13.

 

ბასტია-რეიმსი 2:0 (2:0)

ფურიანი, “არმან სეზარი

ბასტია (4-4-2): ლანდრო, დიაკიტე, სკილაჩი, მოდესტო, პალმიერი, იატაბარე, რომარიკი, საბლი, ილანი (ბუდებუზი 70), რასპენტინო (სისე 69), ბრუნო (კორეა 83).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

რეიმსი (4-1-2-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, კრიშოვიაკი, დევო, ალბაეკი (კურტე 70), ფორტე, დე პრევილი (შაბრონიე 59), აიტე (ატარი 59).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

გოლები: 1:0 რასპენტინო (9), 2:0 ბრუნო (42).

გაფრთხილებები: საბლი 47 - დევო 67, შაბრონიე 82.

გაძევება: იატაბარე 76.

მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 7 (3)-11 (0), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-1, ჯარიმა: 12-12.

 

ბორდო-ნიცა 1:1 (0:0)

ბორდო, “შაბან დელმა

ბორდო (4-4-2): იუგი, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, როლანი (სევე 74), ბიოგო პოკო, ტრაორე, მორის-ბელე, ოარო (კრიველი 83), ჟუსიე (ფობერი 83).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ჟენევუა (ამავი 46), ბოდმე, კოლოძიეშაკი, მენდი, ტრაორე (ბრულსი 84), ბოზეტი, ეისერიკი, ბოტეკი (დიგარი 61), მოპეი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გოლები: 1:0 ჟუსიე (63, პენ), 1:1 ბოზეტი (67).

გაფრთხილებები: მარიანო 14, ენრიკე 51, ტრაორე 82.

გაძევება: ტრაორე 85.

მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16 (7)-7 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 14-12.

 

ნანტი-მონპელიე 2:1 (2:1)

ნანტი, “ბოსეჟუარი

ნანტი (4-4-2): რიუ, სისოკო, ჯიჯი, ვისკარონდო, ვეინო, ნიკოლიტა, ტურე (გომისი 73), დო, გაკპე, შეხტერი (პანკრატი 87), ჯორდევიჩი (ბედოია 50).

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, დეპლანჟი, კონგრი, ელ კაუტარი, ტიენე, მუნიე (კამარა 76), კაბელა, მარვო, მარტინი (სანსონი 63), სტამბული, ნიანგი (ჟებუ 85).

მწვრთნელი: როლან კურბისი.

გოლები: 1:0 გაკპე (3), 2:0 ჯიჯი (21), 2:1 ჯიჯი (34, ს.კ.).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: შეხტერი 85.

გაფრთხილებები: შეხტერი 67, ნიკოლიტა 85, გომისი 90 - კაბელა 83, ჟურდრენი 84.

გაძევებები: მარვო 45+1, კონგრი 82.

მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11 (7)-10 (2), კუთხური: 3-9, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 19-14.

 

ტულუზა-ევიანი 1:1 (0:0)

ტულუზა, “მუნისიპალი” 18002

ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, ვესკოვაცი, ძებინა, სპაიჩი, ორიე, შანტომი, დიდო (სირეიქსი 86), სილა, აგილარი, ბენ ბაზა (ტრეხო 72), ბენ იედერი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

ევიანი (4-4-2): ჰანსენი, აბდალა, კამბონი, მონგონგუ, საბალი, ვასი, ტიე ბი, სორლინი, ბარბოსა (ნ’სიკულუ 79), ბერიგო (ბენეზე 72), რუბენი.

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

გოლები: 1:0 ბენ იედერი (56), 1:1 ნ’სიკულუ (89).

გაფრთხილება: ვესკოვაცი 90.

მსაჯი: ენტონი გოტიე.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (4)-9 (2), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-3, ჯარიმა: 7-14.

 

ვალანსიენი-აიაჩო 2:3 (0:0)

ვალანსიენი, “ენო

ვალანსიენი (4-4-2): ნოვაესი, მატე, კაგელმახერი, სისი, ნერი (მელიკსონი 66), დოსევი, და სილვა, დუმბია (დუკურტიო 70), მასუაკუ, ვარისი, პუჟოლი.

მწვრთნელი: არიელ იაკობსი.

აიაჩო (4-1-4-1): ოჩოა, მოსტეფა, ლეკა, ნადო (იაია 82), ბონარი, პეროცო, ფატი, ლასნე, დიარა (ბარაჯი 65), ანდრე, კამარა (ტალო 55).

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

გოლები: 1:0 ვარისი (51), 1:1 ანდრე (62), 2:1 ვარისი (72, პენ), 2:2 ბარაჯი (87), 2:3 ბარაჯი (89).

გაფრთხილებები: ლეკა 40, კამარა 42, ნადო 70.

მსაჯი: ამაური დელერუ.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15 (3)-6 (3), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 0-1, ჯარიმა: 15-20.

0.115513