ფეხბურთი

14:58 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელი” სონგს აკვირდება

 

კატალონიური “ბარსელონას” კამერუნელი ნახევარმცველი ალექსანდრ სონგი ფრანგული “მარსელის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

26 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2012 წლის ზაფხულში ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბარა, კამერუნელი სულაც გამოუსადეგარი გახდა და ამიტომ, იძულებულია ახალი სამუშაო ადგილი ეძებოს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სონგის შეძენა ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა, ახლა მათ კონკურენტი გაუჩნდათ. შკყ შპორტს-ის ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “მარსელიც” ერთვება. პროვანსელების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ კლუბის ხელმძღვანელობა საყრდენი ნახევარმცველის შეძენის აუცილებლობაში დაარწმუნა და სონგი პრიორიტეტული ვარიანტია.

0.112086