საფრანგეთის ლიგა ერთის მე-7 ტურის დღევანდელი მატჩები მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში 3 ქულა აქამდე 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „მარსელმა“ აიღო, რომელმაც „სენტ ეტიენს“ ზედიზედ მე-2 მარცხი აგემა. აღსანიშნავია, რომ „მარსელს“ ბოლო მოგება ზუსტად ერთი თვის წინათ, 24 აგვისტოს ჰქონდა მოპოვებული.
ჩატარებული 7 თამაშიდან კარი მშრალად მეხუთეში შეინახა „ლილმა“, რომელმაც ტურის პირველ მატჩში „ევიანი“ იოლად დაამარცხა. კალუს ზუსტი დარტყმისა და ჰანსენის ავტოგოლის წყალობით, რენე ჟირარის შეგირდებმა დიდი უპირატესობა შესვენებამდე მოიპოვეს. მე-2 ტაიმში, თავი როდელინმაც გამოიჩინა და „ლილმა“, მიმდინარე გათამაშებაში, 3 გოლი პირველად გაიტანა.
ლილი-ევიანი 3:0 (2:0)
ლილი, “გრანდ სტად ლილ მეტროპოლი” 31252
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სიდიბე, მეიტე (მავუბა 56), ბალმონი, მარტინი, გუეიე, კალუ (რუისი 82), რუ (როდელინი 69).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, ჯეჯე, მონგონგუ, მენსა, საბალი, კამბონი, სორლინი, ვასი (ბარბოსა 46), სუგუ (ნისტორი 69), ბერტოლიო, ბერიგო (ბენეზე 56).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 1:0 კალუ (12), 2:0 ჰანსენი (32, ს.კ.), 3:0 როდელინი (71).
გაფრთხილებები: კიაერი 27 - ბერტოლიო 34, კამბონი 59 .
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 9 (4)-2 (1), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 6-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 16-12.
მარსელი-სენტ ეტიენი 2:1 (2:1)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მენდი, რომაო, ვანგა, პაიე (ლემინა 80), ვალბუენა (ტოვინი 75), ა. აიუ (კალიფა 87), ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, სალი, ზუმა, გულამი, ლემუანი (სენტ-მაქსიმინი 80), კლემენი, ამუმა (ტაბანუ 58), კოადე, მოლო (სისოკო 64), ერდინგი.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 1:0 მენდი (22), 2:0 ვანგა (26), 2:1 გულამი (32, პენ).
გაფრთხილებები: ა. აიუ 61 - კოადე 75.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 10 (4)-11 (4), კუთხური: 8-11, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-17.
1. | მონაკო | 6 | 4 | 2 | 0 | 10:3 | 14 |
2. | მარსელი | 7 | 4 | 2 | 1 | 10:5 | 14 |
3. | ლილი | 7 | 4 | 1 | 2 | 8:4 | 13 |
4. | პსჟ | 6 | 3 | 3 | 0 | 9:4 | 12 |
5. | სენტ ეტიენი | 7 | 4 | 0 | 3 | 9:7 | 12 |
6. | ნიცა | 6 | 3 | 2 | 1 | 10:7 | 11 |
7. | რენი | 6 | 3 | 2 | 1 | 7:4 | 11 |
8. | ლიონი | 6 | 3 | 1 | 2 | 11:5 | 10 |
9. | რეიმსი | 6 | 2 | 3 | 1 | 5:4 | 9 |
10. | ბასტია | 6 | 2 | 2 | 2 | 5:5 | 8 |
11. | ევიანი | 7 | 2 | 2 | 3 | 9:13 | 8 |
12. | ნანტი | 6 | 2 | 1 | 3 | 6:7 | 7 |
13. | მონპელიე | 6 | 1 | 4 | 1 | 8:10 | 7 |
14. | ლორიანი | 6 | 2 | 1 | 3 | 6:8 | 7 |
15. | ტულუზა | 6 | 1 | 3 | 2 | 5:8 | 6 |
16. | გენგამი | 6 | 1 | 2 | 3 | 5:8 | 5 |
17. | ბორდო | 6 | 1 | 2 | 3 | 6:10 | 5 |
18. | აიაჩო | 6 | 0 | 3 | 3 | 3:7 | 3 |
19. | ვალანსიენი | 6 | 1 | 0 | 5 | 4:11 | 3 |
20. | სოშო | 6 | 0 | 2 | 4 | 3:9 | 2 |
ბომბარდირები
ბერიგო („ევიანი“), რივიერი („მონაკო“), ფალკაო („მონაკო“) – 5; იატაბარე („გენგამი“), სვიტანიჩი („ნიცა“) – 4.
25 სექტემბერი
აიაჩო-ლიონი; ბორდო-რეიმსი; გენგამი-სოშო; ნანტი-ნიცა; ტულუზა-ლორიანი; ვალანსიენი-პსჟ; მონაკო-ბასტია
26 სექტემბერი
მონპელიე-რენი