საფრანგეთის ჩემპიონობაზე ხომ ხელი ჩაიქნია და როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც დიდი ბრძოლა მოუწევს „მარსელს“, რომელმაც ლიგა ერთში ზედიზედ მე-2 ნულოვანი ფრე ითამაშა. თუ „ლიონთან“ გამართულ შეხვედრაში ელი ბოპის შეგირდების მიერ ქულების დაკარგვას გამართლება აქვს, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „აიაჩოსთან“ შინ ვერმოგება კრიტიკას ნამდვილად ვერ იმსახურებს. ბოლო 2 მატჩში 4 ქულის დაკარგვით, „მარსელმა“ კვირას მოთამაშე მდევრებს დაწევის შანსი მისცა.
მარსელი-აიაჩო 0:0
მარსელი, “ველოდრომი” 30986
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო (ჯ. აიუ 71), ბარტონი, სუგუ, ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი (კადირი 82).
მწვრთნელი: ელი ბოპი.
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, შალმე, ზუბარი, პულარი, ბუჰური, მოსტეფა, ლასნე, ბელგაზუანი (დიარა 66), კავალი (ფატი 71), სამარიტანო (ბეჟორჟი 76), მუტუ.
მწვრთნელი: ალბერ ემონი.
გაფრთხილება: სამარიტანო 64.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (4)-5 (1), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-4, ჯარიმა: 14-19.
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 24, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 16, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
16 მარტი
ბასტია-ლიონი; ლორიანი-ბრესტი; სოშო-ვალანსიენი; ლილი-ევიანი; მონპელიე-ტრუა; რეიმსი-რენი.
17 მარტი
ნანსი-ნიცა; ტულუზა-ბორდო; სენტ ეტიენი-პსჟ.