საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 6 ტურში „მარსელმა“ 3 თამაში მოიგო, სამივე მინიმალური სხვაობით და სამივე შემთხვევაში ელი ბოპის გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაიტანა. ასე მოხდა „ბორდოსთან“ გამართულ მატჩშიც.
ლიგა ერთის 31-ე ტურის პირველ თამაშს „მარსელი“ 3-მატჩიანი მშრალი სერიით შეხვდა და ბოპის გუნდმა გოლი არც ამჯერად გაუშვა, თავად კი ერთი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ჟინიაკმა მოედნის ცენტრში შეიწია და საჯარიმოში შესულმა თავდამსხმელმა სამქულიანი დარტყმა განახორციელა.
მარსელი-ბორდო 1:0 (1:0)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, შეირუ, ჯ. აიუ (სუგუ 72), კადირი (ბარტონი 81), ა. აიუ (ამალფიტანო 90+1), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო (მორის-ბელეი 46), სანე, პლანუსი, ტრემულინა, სერტიჩი (საკო 78), პლაზილი, ფობერი, ობრანიაკი, ტრაორე (სევე 64), დიაბატე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლი: 1:0 ჟინიაკი (41).
გაფრთხილებები: მორელი 60 - პლაზილი 45.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 9 (3)-4 (1), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 15-13.