„მარსელმა“, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული, ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო. ელი ბოპის გუნდმა, ამჯერად, უქულოდ „მონპელიე“ დატოვა, რომელიც გასავარდნი ზონისკენ მიემართება. ჟან ფერნანდესის შეგირდებს უკვე 6 თამაშია არ მოუგიათ. ტოვინისა და კალიფას მიერ გატანილი გოლების წყალობით, „მარსელმა“ „მონპელიე“ ზედიზედ მესამედ დაამარცხა.
„მონპელიესთან“ თამაშის შემდეგ, „მარსელი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მე-1000 თამაში მოიგო.
მარსელი-მონპელიე 2:0 (1:0)
მარსელი, “ველოდრომი” 35045
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, შეირუ (ლემინა 80), ტოვინი, ვალბუენა (იმბულა 80), პაიე (კალიფა 88), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, ილტონი, ელ კაუტარი, ტიენე, სტამბული, საიჰი (მუნიე 79), მარვო (კამარა 46), კაბელა, სანსონი, ბაკარი (მონტანიო 3).
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
გოლები: 1:0 ტოვინი (36), 2:0 კალიფა (90+3).
გაფრთხილებები: შეირუ 72, რომაო 89.
მსაჯი: ფრედო ფოტრე.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 14 (6)-8 (2), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-11, სეივი: 2-4, ჯარიმა: 17-12.