ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, ევროპის 2-გზის ჩემპიონ ანზორ ურიშევს დაუპირისპირდება. შეხვედრა დაახლოებით 20 წუთში დაიწყება.
ნახევარფინალის გზაზე მარსაგიშვილმა ავსტრიელი პეტერი და რუმინელი ფრანტი დაამარცხა. ურიშევმა კი უნგრელი ვერები, გერმანელი შერეგელი და ბელარუსის ნაგრების წევრი გაიდაროვი ჩამოიცილა.







