საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ აბდულრაშიდ სადულაევთან უშანსოდ წაგებით (0:11). ამ შეხვედრამდე დავით მარსაგიშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა – ავსტრიელ დომინიკ პეტერსს მეორე წუთზე სუფთად მოუგო, ფინელ ვინე ჰეინოს კი 11 უპასუხო ქულა 4 წუთში აუღო.
მას შემდეგ, რაც სადულაევმა ნახევარფინალშიც იმარჯვა, მარსაგიშვილს რეპეშაჟის გზა გაეხსნა. ბრინჯაოს ნახევარფინალში მისი მეტოქე პოლონელ ჟეზიერზანსკისა და რუმინელ სტეფანს შორის მოგებული იქნება, ხოლო თუ აჯობებს, ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ვერებს დაეჭიდება.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 70 კილოგრამშიც უნდა შეივსოს. საქართველოს ნაკრების სახელით ამ წონაში დიმიტრი ბასილაშვილმა იჭიდავა, მაგრამ ევროპირველობას პირველივე წრიდან დაემშვიდობა, უკრაინელ რადულოვთან წაგებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ვიძახით ჭიდაობა ჩვენი სპორტიაო მარა ჩრდილეთ კავკასიაც გვჯობნის,აზერბაიჯანიც,ირანიც,ეხლა უკვე თურქეთიც და რავიცი კიდე რა გამომრჩა.ზოგზოგიერთები რო წერენ მარსაგიშვილს კონკურენცია არ ყავს და თავის ძალებს მაგიტომ ვერ აფასებსო,ლადოს ყაავს კონკურენტი თუ რა ჩემპიონი რომ გახდა ან მოძმანას არა ყავს კონკურენტები,რომ თავს მოდუნების საშვალება რომ არ მიცეს,მარა რა ქნა რო,გენოზე და საკანდელიძეზე უკეთეს სპარინგებს ვერც ინატრებ კაცი.ასე რომ მავარია შრომა და პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ხასიათის გამოვლინება.
რომელზე იწყება ხო არიცით ბრინჯაოსთვის მარსაგას ჭიდავი?
მგონი ვერასდროს ვერაფერს მოიგებს, საჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებთან ათიდან რვას აგებს
ეს მარსაგა მაგარი ნიჭიერია,მაგრამ ფეისბუქზე უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე საჭიდაო დარბაზში,მაგიტომაც ვეღარ ქაჩავს და საერთოდ კურტანიძის ხელში რომ ჭიდაობა რეგრესს განიცდის ესეც ფაქტია