ფეხბურთი

22:16 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “ვიდალი იმდენივე ღირს, რამდენიც ბეილი”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ მისი გუნდის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი იმდენივე ღირს, რამდენიც გარეთ ბეილი.

“თუ ბეილი 100 მილიონი ღირს, მაშინ ვიდალის ღირებულებაც იგივეა.

გასულ ზაფხულში, “რეალი” ვიდალის შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელის გაყიდვის საკითხი არც კი განგვიხილავს. იგივე შემიძლია ვთქვა პოგბაზეც. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, ამიტომ მის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა შემოთავაზე უარვყავით.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Goal-ი.

0.118869