ტურინის "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას მტკიცებით, ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არ გაიყიდება. მოგეხსენებათ, 27 წლის ნახევარმცველისადმი დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა, თუმცა ბოლოს ვიდალიზე მოთხოვნილი 32 მილიონი გირვანქა ეძვირა.
"ვიდალი "იუვენტუსის" ფეხბურთელია და ჩვენ მას არ გავყიდით. შეიძლება ბევრ კლუბს სურს ჩილელი, თუმცა არ ვაპირებთ მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდეთ. ვიდალს ვესაუბრე ადრეც და ვთხოვე გადაეწყვიტა მისი მომავალი, თუმცა მან განმიცხადა, რომ ტურინში თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, ჩვენ მასთან თანამშრომლობის გაწყვეტა არ გვსურს." - განაცხადა მორატამ.
გიორგი ბალახაძე