ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ მის გუნდს ანდრეა პირლოსთან კონტრაქტის რაც შეიძლება მალე გახანგრძლივება სურს.
ვეტერან ნახევარმცველს ტურინელებთან ხელეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ არ შეთანხმებულან.
“იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია და გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. პირლოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დამიჯერეთ, ჩემს ინტერესებში შედის, რომ ანდრეასთან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე გავახანგრძლივოთ. როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ.
პოგბა? მას დიდი კლუბები იწვევენ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ “იუვენტუსიც” საუკეთესო კლუბებს შორის შედის. პოგბას გაშვებას არ ვაპირებთ.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.