“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ფიქრობს, რომ მისი გუნდის ვეტერანი და ახალგაზრდა ნახევარმცველები, ანდრეა პირლო და პოლ პოგბა ტურინს არ დატოვებენ.
როგორც ცნობილია, “იუვენტუსი”, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს ორივე ფეხბურთელთან აწარმოებს. ამის მიზეზი ისაა, რომ პირლოს ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, ხოლო პოგბას შეძენით არაერთი გუნდია დაინტერესებული.
“არა მგონია, შობამდე რამე გაირკვეს, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, რადგან ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის იდეალური ურთიერთობაა.
პირლო და პოგბა “იუვენტუსს” საკუთარ სახლად მიიჩნევენ და მათ უკეთესი ადგილის მოძებნა გაუჭირდებათ. ვფიქრობ, ეს საკითხი მალე ამოიწურება.” – აცხადებს ჯუზეპე მაროტა.