"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოგბათი "რეალი" და "არსენალი" დაინტერესდა, თუმცაღა იტალიის ჩემპიონი 20 წლის ნახევარმცველის გაშვებას არ აპირებს.
"დაივიწყეთ პოგბა, ჩვენ მის გაშვებას არ ვაპირებთ და არც ერთ შემოთავაზებას არ განვიხილავთ"- განუცხადა Tuttosport-ს ჯუზეპე მაროტამ.
პოგბა "იუვენტუსს" 2012 წელს "მანჩესტერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და წინა სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა.
გიორგი ბალახაძე