მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ესპანურ “უნიკახას” 88:84 სძლია და სტამბოლში დასრულებული “გლორიას თასის” გამარჯვებული გახდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:26 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.
რუსული გრანდის რიგებში საუკეთესო სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, რომელმაც 21 ქულა და 9 პასი მიითვალა. ვორონცევიჩმა 15 ქულა ჩააგდო, ჯეკსონმა – 12, ხოლო ფრიძონმა – 11. ცსკა-მ თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 29:17 მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვორლდსპორტს ვენაცვალე პიარში!
))
და პირდაპირ არ მოგვახალეს რომ ჩემთვის ყველაზე ამაზრზენმა გუნდმა, ფეკალთუხუცესმა და როგორც გიგატრანსერი იტყოდა სრულიად საღორეთის ჩემპიონმა - ცსკამ მოიგო.
არ გვიშლიან ნერვებს რა გინდა და წერენ მარკოიშვილმა მოიგოო
ადრეც მითქვამს: მარკოიშვილი კი არა მთელი საქართველოს ნაკრები რომ საღორეთში წავიდეს სათამაშოდ რუსულ კლუბს არასოდეს ვუქომაგებ.
არადა პროცესი უკვე დაიწყო: მარკო ცსკაში , სანიკა უნიქსში... ვინ იქნება შემდეგი?
იმედია კარგად ითამაშებს ოფიციალურ მატჩებში მაგრამ საღOრეთის კლუბს მისი ხათრითაც ვერ ვუქომაგებ.
ყველაზე მაგარი ქართVელი სპორტსმენი,უსტაბილიტესი.....გილოცავ მთEლი გულით და შUლით
მაგარი ხარ მანუ
მალადეც, ულოცავ წარმატებას.
საღოლ მანუუუ