სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:27 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სამქულიანებმა "გალათასარაის" მოაგებინა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის პლეი ოფში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, შინ, “გალამ” “ბეშიქთაშთან” 70:72 წააგო, გუშინ კი სტუმრად ასევე 2 ქულით იმარჯვა – 66:64.

მარკოიშვილმა სტამბულურ დერბიში 15 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მცველმა ორქულიანი ააცილა, 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 2-ვე საჯარიმოც გამოიყენა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ მარკოიშვილმა ორივე სამქულიანი მატჩის ბოლო 02:20 წუთში ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა თავისიანები ჯერ 62:59 დააწინაურა, საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კი, ანგარიში 65:62 გახადა.

მანუჩარმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, რა მიზეზითაც მოედანზე მისთვის ჩვეული დიდი დრო ვერ დაჰყო.

“გალათასარაის” რიგებში საუკეთესო პოპს მენსა-ბონსუ იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 17 ქულა, 8 მოხსნა.

სტამბულური დაპირისპირების გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, “გალათასარაის” მოედანზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში რეგულარული პირველობის გამარჯვებულ “ბანვითს” შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალური სერია “თოფაშს” 2:0 მოუგო.

https://www.youtube.com/watch?v=_9b9YzRiE1Y

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118296