კალათბურთი

2:07 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაის” ფინალს ერთი მოგება აშორებს

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ “ბანვითთან” დაწანაურება მოახერხა. სტამბულელებმა შინაურ კედლებში მეტოქეს 76:71 სძლიეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.

ქართველი მცველი, ტრადიციულად, “გალას” სასტარტო ხუთეულში იყო და 24:41 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტამბულელთაგან ყველაზე შედეგიანები კარლოს აროიო (19) და ზორან ერცეგი (14) იყვნენ, ერსინ დალიმ კი 8 ქულას 15 მოხსნა წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ სტამბულელები ბოლო მეოთხედის წინ 5 ქულით აგებდნენ, თუმცა, უკანასკნელი ათწუთეული დამაჯერებლად ჩაატარეს – 29:19.

“გალათასარაი” მომდევნო მატჩს ისევ შინ 30 მაისს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც უკვე ელის სტამბულისვე “ფენერბაჰჩე”. ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა “ქარშიაქა” 3:0 დაამარცხა.

0.121284