კალათბურთი

2:11 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ანგარიში გაათანაბრა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” “ფენერბაჰჩეს” ეპაექრება, მე-6 მატჩიც მასპინძლებმა მოიგეს, შესაბამისად, ანგარიში 3:3 გახდა.

მორიგ მატჩს “გალამ” უმასპინძლა და 85:77 იმარჯვა. გამარჯვებულთა რიგებში 19-19 ქულით ზორან ერცეგი და კარლოს აროიო გამოირჩნენ, მარკოიშვილმა კი 16 წუთში 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ქართველმა მცველმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ფინალის გადამწყვეტი შეხვედრა 19 ივნისს შედგება და მასპინძელი “ფენერბაჰჩე” იქნება. 

0.118809