სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:48 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაი” ნახევარფინალში დაწინაურდა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა. სტამბულელებმა “ბანვითს”, რომელსაც რეგულარულ სეზონში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, სტუმრად 67:57 სძლიეს და მოედნის უპირატესობა აართვეს.

ქართველი მცველი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მარკოიშვილმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში 13-13 ქულით კარლოს აროიო და სინან გიულერი გამოირჩნენ, მასპინძლებს კი ეარლ როულენდმა ულიდერა – 15 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა.

25 მაისს გუნდები ისევ “ბანვითის” სარბიელზე ითამაშებენ, შემდეგ კი სერია სტამბულში გადაინაცვლებს.

მე-2 ნახევარფინალში “ფენერბაჰჩე” “ქარშიაქას” ასევე 1:0 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.131822