მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი აუტსაიდერი “ოლინ
ქართველი მცველი სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთაგან 10 ან მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა მოაგროვა, საუკეთესო კი პუერტო-რიკოელი კარლოს აროიოს იყო 12 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით.
“გალათასარაი” 18 მოგებით და 10 მარცხით მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 მაისს ისევ შინ “უსაკ სპორტლაიფის” წინაააღმდეგ ჩაატარებს.