მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 26 წლის ქართველი მცველის “გალათასარაიმ” “ბანვითს” ფინალური სერია 4:1 მოუგო და ქვეყნის პირველობის გამარჯვებული მეხუთედ გახდა.
სტამბულელებმა ბოლო შეხვედრა შინ ჩაატარეს და მეტოქეს ძალიან იოლად – 76:58 სძლიეს. მარკოიშვილმა მოედანზე 20:13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთაგან საუკეთესო ჩენკ აკიოლმა 22 ქულა მიითვალა, ბონიფაცი ნდონგმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო კარლოს ალბერტო აროიო 15 ქულას და 8 პასს გამორჩა.
ცნობისთვის, აღნიშნული ოქროს მედალი მარკოიშვილისთვის უკვე მეხუთეა. აქამდე, მას საქართველოს, იტალიის, უკრაინის და სლოვენიის ჩემპიონობაც ჰქონდა მოპოვებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
5 ქვეყნის ჩემპიონია
გილოცავ!
გილოცავ მანუ, ეს ერთი და სხვა მრავალი. შენი იმედი ყოველთვის გვექნება. მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
გილოცავ მანუუუუუ !!!
გილოცავ მანუ
ვულოცავ მანუს, მარა 87 იანიც გამხდარა აკლდებათ მოკლეD ასაკები
ესეც მეორე
თურქეთის ჩემპიონი, ევროლიგის ჩემპიონი, NBA-ის მოთამაშე..
ნუ რაღაცა უნდა ვიჩალიჩოთ ევრობასკეტზე..
ერთი წესიერი გამთამაშებელი გვინდა და ნაღდად ვიჩალიჩებთ !
გამთამაშებელი კი არა წესიერი ცენტრი გვინდა
მალე სანიკიძეც გახდება იტალიის ჩემპიონი......
ევროლიგის ჩემპიონი მხოლოდ სახელია
გილოცავ მანუ,შემდეგი NBA- საჩემპიონო ბეჭედი ყოფილიყოს
)
30 წლის ასაკში ნბა .......................
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))