კალათბურთი

1:15 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ტრავმის გამო 3 თვე ვერ ითამაშებს

სამწუხარო ინფორმაცია კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის. სტამბულის “გალათასარაის” წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა ვარჯიშზე მყესი გაიწყვიტა და როგორც თურქული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მოედანს დაახლოებით 3 თვით ჩამოშორდა.

მოსალოდნელია, რომ “გალათასარაი” ქართველი მცველის შესაცვლელად ახალი მოთამაშის ძიებას დაიწყებს, როგორც ეს ნათან ჯავაის შემთხვევაში გააკეთა. ამ ეტაპზე საუბარია ამერიკელ მალიკ ჰეირსტონზე, რომელიც იტალიური “მილანის” საკუთრებაა, მაგრამ კარგი შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა, აპენინები დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ჯავაიმ ევროლიგაზე “ოლიმპიაკოსს” 22 ქულა ჩაუგდო, მატჩის შემდეგ კი ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და გარკვეული პერიოდი მგრძნობელობაც დაკარგა.

ნათანი დღემდე საავადმყოფოში რჩება, სტამბულელებმა კი მის დროებით შემცვლელად ბრიტანელ ფორვარდ პოპს მენსა-ბონსუს უხმეს, რომელსაც ზურგს ნბა-ში მიღებული გამოცდილება უმაგრებს.

0.113292