საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “გალათასარაის” კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს ბელგიაში გადის.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” მანუჩარის უფროსმა ძმამ გიორგი მარკოიშვილმა განუცხადა.
“მანუჩარი, სავარაუდოდ, რეაბილიტაციის კურსს 2014 წლის მარტის ბოლოს დაასრულებს და “გალათასარაის” ამის შემდეგ შეუერთდება”, - გვითხრა გიორგი მარკოიშვილმა. სამწუხაროდ, მანუჩართან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოვახერხეთ და ამიტომ გადავწყვიტეთ მის ძმას დავკავშირებოდით.
შეგახსენებთ, რომ “მანუმ” კოჭის მყესის ოპერაცია 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰოლანდიაში გაიკეთა და ამის შემდეგ აღარ უთამაშია.