კალათბურთი

23:25 | 10.06.2013 | ნანახია 2579 - ჯერ

მარკოიშვილი ოქროსკენ უშეცდომოდ მიიწევს

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” “ბანვითს” თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მე-3 მატჩიც მოუგო (72:71) და ოქროს მედლებამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს, ქართველმა მცველმა კი წარმატებაში, ტრადიციულად, დიდი წვლილი დაიდო.

“მანუ” სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 31:05 წუთი დაჰყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 10 ქულას 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

საინტერესოა, რომ სოლიდურ სათამაშო დროში, ქართველს არცერთი შეცდომა დაუშვია და პერსონალური ფოლიც არ მიუღია. მარკოიშვილის გარდა “გალას” რიგებში კარლოს აროიო (15 ქულა) და ენდერ არსლანი (10 ქულა) გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ხუთი წამით ადრე, როდესაც სტუმრები 2 ქულას აგებდნენ, სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები შოკში ჩააგდო.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სტამბულელები მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდნენ და ბოლო მეოთხედს 9-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ, თუმცა, უკანასკნელ ათწუთეულში ნამდვილი საჩემპიონო თამაში აჩვენეს და “ბანვითი” უშანსოდ დატოვეს.

12 ივნისს, “გალათასარაი” სტუმრად კიდევ ერთხელ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფინალური სერია ისევ სტამბულში გადაინაცვლებს.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:18 | 11.06.2013
vaxo22 (759)

ხომ არ იცით ნაკრებში რა ხდება ახალი ლეგიონერი მოყავთ თუ არა თუ იცით

15:38 | 11.06.2013
zura776 (478)

ხო კარგია რომ ენდობიან და ამდენ დროს აძლევენ მაგრამ 12 დან 4 ჩაგდება მართლა ცოტაა !

14:54 | 11.06.2013
mikamika (1780)

მანუს წარმატებები, მაგრამ 15-დან 4-ის ჩაგდება საშინელებაა!

13:54 | 11.06.2013
tazo_kosta (704)

მვპ-ის შანსი აქვს ?

13:19 | 11.06.2013
davit-tg (768)

ყოჩაღ მანუ! ვამაყობთ შენით

13:16 | 11.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ერთი ეს თამასობს ნორმალურად დანარჩენები არ არიან ფორმაში

13:15 | 11.06.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბრავო მარკო!

09:52 | 11.06.2013
GOVEN (4940)

baxt
ძაან დიდი ხნის წინ რომ იყო ეგ ვიცოდი და ეხლა გადავამოწმე და 89-90 წლების სეზონში გახდნენ ბოლოს )

00:26 | 11.06.2013
baxt (1836)

ეხლა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ გაჩემპიონდეს ბოლოს როდის იყო გალა ჩემპიონი?

23:37 | 10.06.2013
gia7777 (121)

მანუ საუკეთესოა და იმედი მაქვს კიდევ უფრო მოუმატებს და ნაკრებშიც საუკეთესო იქნება. წარმატებები

23:28 | 10.06.2013
zugsvani (6491)

ჩემი საყვარელი კალათბურთელი.მაგარია მანუჩარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.149749
სარეკლამო ადგილი - 99
X x X