ევროლიგის 2013-14 წლების გათამაშება 2 მატჩით გაიხსნა. B ჯგუფში გერმანულმა “ბროზე ბასკეტსმა” ფრანგული “სტრაბურგი” 84:70 დაამარცხა, ხოლო ჩ-ში ვიქტორ სანიკიძის ყოფილი კლუბი “მონტეპასკი” იტალიაში მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” დაუხვდა და 75:84 წააგო.
თურქულმა კლუბმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, თამაშის ბედი კი ფაქტობრივად მე-2 მეოთხედში გადაწყვიტა, რომელიც 31:17 მოიგო და 51:33 დაწინაურდა.
მარკოიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თურქული სუპერლიგის სტარტი გამოტოვა, ამჯერად, სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:16 წუთში გუნდს 2 ქულა და 2 პასი შეაწია. "მანუმ" 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“გალათასარაის” ევროლიგის მე-2 ტურის შეხვედრა 24 ოქტომბერს ელის, როდესაც მშობლიურ “აბდი იპეკჩი სპორტს ჰოლში” გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები მანუ !
მანუ არაუშავს.....ყველაფერი მაგრად იქნება და წარმატებული თამაშები წინ გელის....
))
მონტეპასკი ღირსია ყველასთან განადგურდეს, ვიკას სახით ბაჩაღლო ოქრო ჩაუვარდათ ხელში და ვერ გამოიყენეს.
ვერაა მანუ სათანადო ფორმაში,ტრავმის ბრალია ალბათ... გუშინაც ვერ ითამაშა კარგად,სულ სხვას აძლევდა ბურთს,თვითონ ვერ იღებდა თამაშს საკუტარ თავზე,ბევრიც არ უსროლია...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
წარმატებები მანუ.გამოჯანმრთელებას გისურვებ.