ფეხბურთი

12:41 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი: “იბრაჰიმოვიჩი საფეხბურთო გენიაა”

ფრანგული პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ბედნიერია, რომ შვედი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვერდით თამაშობს.

“იბრა არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ საფეხბურთო გენიაა. ის ხელოვანია და მოედანზე შემოქმედებითაა დაკავებული. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ნებისმიერ მომენტში მარტოს შეუძლია მატჩის მსვლელობის შეცვლა. შეხედეთ მის მიერ “ბეტისის” კარში ქუსლით გატანილ გოლს. შესაძლოა, მსოფლიოში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსს გააკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ზლატანს გააქვს ასეთი გოლები” - ამბობს ვერატი.

Le Parisien-თან საუბრისას 21 წლის ნახევარმცველმა გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზეც გააკეთა კომენტარი:

“მე გავაკეთე არჩევანი და პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე. პარიზში მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება. აქ შეკრებილი არიან უდიდესი მოთამაშეები დიდი ამბიციებით”.

ვერატის პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115638