ფეხბურთი

11:44 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო: “ინგლისი შესწავლილი გვყავს”

 იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა მომავალი მეტოქის, ინგლისის ნაკრების სათამაშო სტილი კარგად შეისწავლა. შეგახსენებთ, ინგლისელები და იტალიელები მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ერთ ჯგუფში არიან და ტურნირს 14 ივნისს, ერთმანეთთან დაპირისპირებით გახსნიან.

“ჩვენი მომავალი მეტოქე შესწავლილი გვყავს. ინგლისელები კლასიკური სქემით 4-4-2 თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აქცენტს სისწრაფეზე აკეთებენ. ჩვენ კი ჩვენი კოზირები უნდა გამოვიყენოთ. ბურთი მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ, რაც პირლოს, ვერატისა და მოტას ნამდვილად არ ეშლებათ და მძლავრად უნდა შევუტიოთ” – განაცხადა მარკიზიომ.

0.113434