ფეხბურთი

18:56 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: “რომაში” ბედნიერი ვარ”

იტალიური “რომას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მარკინიოსი აცხადებს, რომ მას “ჯალოროსიში” ყველაფერი აკმაყოფილებს და ის იტალიის დედაქალაქიდან აბარგებაზე არც ფიქრობს.

“რომას” ფეხბურთელი ვარ და ჩემს კონტრაქტს ვადა კიდევ 4 წლის განმავლობაში აქვს. დამიჯერეთ, აქ ბედნიერი ვარ. “რომაში” ყველაფერი მაკმაყოფილებს, რადგან სათამაშო პრაქტიკას რეგულარულად ვღებულობ.

ტრანსფერებისა და კონტრაქტების საკითხებით ჩემი აგენტია დაკავებული. ამ სპეკულაციებს ყველაზე ბოლოს მე ვგებულობ. ვამჯობინებ, ყურადღება ვარჯიშებსა და ოფიციალურ მატჩებზე გავამახვილო.” – აცხადებს მარკინიოსი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” თვალთახედვის არეში მოექცა.

მარკინიოსი, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, “რომაში” გასულ ზაფხულში გადავიდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მან 23 თამაში ჩაატარა, აქედან 20 სასტარტო შემადგენლობაში.

0.11454