ინგლისური “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ იტალიური “რომას” მცველის – მარკინიოსისადმი ინტერესი დაადასტურა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ “ქალაქელებს” ბრაზილიელის ყიდვის მცირე შანსი აქვთ.
“მარკინიოსის თამაში ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, არა მგონია, “რომა” მის გაყიდვას დათანხმდეს. სავსებით შესაძლებელია, მომდევნო სეზონში რომაელებმა სკუდეტო მოიგონ. მით უმეტეს, თუკი ორიოდ კარგ ტრანსფერს გაჩარხავენ, - განუცხადა მანჩინიმ შკყ შპორტს-ს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მარკინიოსმა 25 მატჩი ჩაატარა. საგულისხმოა, რომ 18 წლის ბრაზილიელით კატალონიის “ბარსელონაცაა” დაინტერესებული”.