ფეხბურთი

0:33 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: “ბარსელონაში” თამაშის სურვილი არ გამომითქვამს”

დღეს, RAC1-მა “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკოს აოას კორეიას, იგივე მარკინიოსის კომენტარი გაავრცელა, რის გამოც, კატალონიურ გამოცემას ბოდიშის მოხდა მოუხდა.

20 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველის კომენტარი ასე ჟღერდა: “ჩემი სურვილი მომდევნო სეზონში “ბარსელონაში” თამაშია. ეს ჩემი ოცნებაა.”

როგორც ცნობილია, “ბარსელონა” მარკინიოსის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, ეს სიტყვები მას არ ეკუთვნის.

როგორც RAC1-ის განცხადებიდან ირკვევა, კატალონიელები იმ სასტუმროს დაუკავშირდნენ, რომელშიც ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებია განთავსებული და მარკოსთან გასაუბრება მოითხოვეს. ჟურნალსიტებმა რესპონდენტს “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც ზემოთ ხსენებული პასუხი მიიღეს.

მოგვიანებით, მარკინიოსმა განაცხადა, რომ მას RAC1-ის ჟურნალისტებთან საერთოდ არ უსაუბრია და შესაბამისად, “ბარსელონაში” გადასვლაზეც არაფერი უთქვამს. გაირკვა, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალმა არა ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ მარკოსს, არამედ ნაკრებისა და “ფლუმინენსეს” მეკარეს, მარკოს ფელიპე ფეიტას მონტეიროს უხმეს, რომელმაც კარიერის “ბარსელონაში” გადასვლის სურვილი გამოთქვა.

პსჟ-ს ბრაზილიელი მცველის უარყოფის მიუხედავად, ივარაუდება, რომ მისი “ბარსელონაში” ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება. კატალონიელები მის სანაცვლოდ დანი ალვესსა და ფულს ჩამოდიან.

 

0.134902