"მემფის გრიზლის" ცენტრი მარკ გასოლი მუცლის კუნთის გაწყვეტის გამო საკუთარ გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა - იტყობინება The Sports Xchange. პარასკევს, "ნიუ ორლეანთან" დაპირისპირებისას ესპანელმა 6 მარტს მიღებული ტრავმა გაიმიზეზა.
მიღებულმა სერიოზულმა დაზიანებამ აიძულა გასოლი შეეწყვიტა სერია, რომლის განმავლობაში იგი 68 მატჩის განმავლობაში ზედიზედ გადიოდა პარკეტზე საკუთარი გუნდის სასტარტო ხუთეულში.
მიმდინარე სეზონში მარკი საშუალოდ მატჩში 14,3 ქულას, 7,8 მოხსნას და 3,9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.