ფეხბურთი

21:02 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიო სუარესი: “საქართველოს ნაკრები შეეცდება კონტრშეტევაზე ითამაშოს”

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველს მარიო სუარესს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში თავისი შესაძლებლობების გამოვლენის იმედი აქვს.

“გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ნაკრებში ახალბედა ვარ, რადგან მხოლოდ სამჯერ მიმიწვიეს, მაგრამ აქ ისე მექცევიან, თითქოს ერთად მთელი ცხოვრება გაგვიტარებია. ამ ხალხმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება, მაგრამ ისეთი განწყობით მუშაობენ, თითქოს ამ გზას პირველად გადიან. ასეთ გუნდში მოხვედრა რთულია, მაგრამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო. ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის მაქსიმუმია. ესპანეთის ნაკრები ფრთხილად უნდა იყოს და ნებისმიერ მეტოქეს პატივი სცეს. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ყველაფერი შენს ხელშია, მაგრამ ასეთ მომენტებში წაგების რისკი დიდია. საქართველოს ნაკრებზე რა უნდა ითქვას? ყველა მეტოქე, საფრანგეთის გარდა, დაცვიდან გვეთამაშებოდა. ქართველები შეეცდებიან ბურთი წაგვართვან და კონტრშეტევაზე ითამაშონ. ჩვენ კი, ვალდებულნი ვართ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110605