ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს მარიო კემპესს, რომელიც ESPN-ში საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს სჯერა, რომ "ტოტენჰემი" რობერტო სოლდადოს ტრანსფერით არ გაწბილდება. კემპესი, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მან "ვალენსიაში" რვა სეზონი გაატარა და 149 გოლი გაიტანა. ის აქტიურად აკვირდებოდა სოლდადოს პროგრესს, თუ როგორ წარმატებულად ჩაანაცვლა 2010 წელს "ხეტაფედან" გადასულმა დავიდ ვილია.
"სოლდადო ჩინებული ფეხბურთელია, რომელსაც თავის გამოჩენა ყველგან შეუძლია. ინგლისური ფეხბურთი ესპანურისგან ბევრად განსხვავდება, თუმცა ის უნივერსალურია. მას შეუძლია ითამაშოს ძლიერ გუნდებთან და მოედანი უგოლოდ არ დატოვოს. რობერტომ "ვალენსიაში" დიდ საქმეს აკეთებდა, ამ გუნდის მაისურით ბევრი გოლი გაიტანა. ესპანელი სხვა ლიგაში გადავიდა, სადაც განსხვავებული ფეხბურთია და წარმატებული თავდამსხმელები თამაშობენ. თუ ის ადაპტაციას მალევე გაივლის, ბევრ გოლსაც გაიტანს", - განაცხადა GOAL.COM-თან საუბრისას მარიო კემპესმა.
რობერტო სოლდადომ "ვალენსიაში" 3 სეზონი გაატარა და 59 გოლი გაიტანა. მან "ტოტენჰემის" მაისურით წინა კვირას, ამხანაგურ მატჩში “ესპანიოლს” გაუტანა (1:1), იგივეს გაკეთებას დღეს, პრემიერლიგის პირველ მატჩში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ შეეცდება.
გიორგი ბალახაძე