ფეხბურთი

12:11 | 11.02.2014 | ნანახია 2578 - ჯერ

მარიო გომესს “უდინეზესთან” ელიან

 

ფლორენციის “ფიორენტინას” ტრავმირებული ფორვარდი მარიო გომესი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. აპენინური პრესის ცნობით, “იები” 28 წლის თავდამსხმელს “უდინეზესთან” სათასო მატჩში ელიან.

როგორც ირკვევა, ფლორენციელთა თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ გომესი “უდინეზესთან” მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. მუხლის ტრავმის გამო, ტანმაღალ ფორვარდს სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

ცნობისათვის, გომესმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 2 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 09.01.2015
CHICHARITO-14 (510)

ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?

09:54 | 09.01.2015
Pharrell (1884)

კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!

22:49 | 08.01.2015
D.rose (1898)

რა სისუელეა ) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს

0.060205
2578