ფეხბურთი

18:59 | 7.02.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მარიო გომესს “უდინეზესთან” ელიან

ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი, შესაძლოა, მოედანზე 11 თებერვალს, “უდინეზესთან” გასამართ სათასო დაპირისპირებაში ვიხილოთ.

გერმანელი თავდამსხმელი გასული წლის სექტემბრის შემდეგ უთამაშებელია. მან ვარჯიში ოთხშაბათს განაახლა. თავდაპირველი ინფორმაციით, ფლორენციელები მის დაბრუნებას 15 თებერვალს, “ინტერთან” გასამართ მატჩში ელოდნენ, მაგრამ იტალიური პრესის ცნობით, არაა გამორიცხული, 28 წლის ფეხბურთელი “უდინეზესთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდეს.

“ფიორენტინა” და “უდინეზე” თასის განმეორებით მატჩს 11 თებერვალს, ფლორენციაში ჩაატარებენ. პირველი შეხვედრა უდინელებმა 2:1 მოიგეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 21.01.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

14:03 | 21.01.2016
cicerona (436)

ქართული წარმოსობის რუსეთის წარმომადგენელია წიკლაური და არა რუსი

0.057429