გერმანია-არგენტინის ამხანაგური მატჩის დროს (2:4), ტრიბუნებიდან ყველაზე ხშირად მარიო გომესს უსტვენდნენ. "ფიორენტინას" ფორვარდი ამბობს, რომ მიეჩვია ასეთ ამბებს გერმანელი ქომაგებისგან.
"რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ამდენი მისტვინეს, მაგრამ მეორეს მხრივ, მივეჩვიე. ასე ხდება ბუნდესტიმის ყველა მატჩში. მაგალითად, ლუკაშ პოდოლსკიმ რაც არ უნდა ცუდად ითამაშოს, მას მხოლოდ აქებენ და მხარს უჭერენ, მე კი მუდამ განტევების ვაცი ვარ. ეს, ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, 2010-ში გაგრძელდა და 2012 წელს კულმინაცია იყო. ევრო-2012-ზე 3 გოლი გავიტანე, მაგრამ იტალიასთან ნახევარფინალში წაგება, თურმე, ყველაზე მეტად ჩემი ბრალი ყოფილა", – თქვა გომესმა.
ილია კახელიშვილი