ფლორენციის “ფიორენტინას” გერმანელი ფორვარდი მარიო გომესი სამშობლოში დაბრუნებას არ გამორიცხავს. აპენინური მედიის ცნობით, არცთუ წარმატებული იტალიური სეზონის შემდეგ, 28 წლის თავდამსხმელი ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდა.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, “იებმა” გომესი მიუნხენის “ბაიერნისგან” 20 მილიონ ევროდ იყიდეს. ტრავმების გამო, თავდამსხმელმა ფლორენციელთა შემადგენლობაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის ავტორი გახდა.
როგორც ირკვევა, გომესის ხილვა გელზენკირხენის “შალკეს” სურს. გარდა ამისა, მისი დაბრუნების წინააღმდეგი არც “ბაიერნია”.