კალათბურთი

12:43 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ჩელმერსს „მაიამიში“ დარჩენის იმედი არ აქვს

მას შემდეგ, რაც მარიო ჩელმერსი NBA-ს სუპერფინალში არც ისე კარგად გაისარჯა, ის  თავისუფალი აგენტი გახდა. ჩელმერსს არ აქვს იმედი, რომ უკან „მაიამიში“ დაბრუნდება.

მარიო ჩელმერსი: „არ მაქვს იმედი, რომ უკან დავბრუნდები, ვფიქრობ, “მაიამი” არ არის დაინტერესებული ჩემი დაბრუნებით. ვიცი, რომ კარგად ვერ ვითამაშე სუპერფინალში.“

თუმცა, ჩელმერსი გაამხნევა „მაიამი ჰიტის“ გენერალურმა დირექტორმა ენდი ელისბურგმა. მისი განცხადებით, „მაიამი“ ჩელმერსის შენარჩუნებით ისევ დაინტერესებულია.

სუპერ მარიო 2008 წლიდან ირიცხება „მაიამი ჰიტში“. 2013-14 წლების რეგულარულ სეზონში, ჩელმერსის საშუალო მონაგარი ერთ მატჩში იყო: 9.8 ქულა და 4.9 პასი.

ლაშა ქოიავა

 

 

0.096344