რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მაიამიში მიმდინარე მასტერსზე გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო საჩოგბურთო ისტორიაში გახდება მესამე ქალი, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში შეძლო გამარჯვება მოეპოვებინა ინდიან უელსსაა და მაიამის პრესტიჟულ ტურნირებზე.
შეგახსენებთ, რომ ასეთი მიღწევა პირველად შტეფი გრაფმა დააფიქსირა 1994 და 1995 წლებში. 2005 წელს ანალოგიურის გამოერება შეძლო ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა. 2013 წლის 17 მარტს შარაპოვამ ინდიან უელსის ტიტული მოიგო, დღეს კი მას Sony Paribas Open-ის ნახევარფინალური დაპირისპირების თამაში მოუწევს სერბ ელენა იანკოვიჩთან.
კარიერის განმავლობაში მარია ოთხჯერ გახლავთ მაიამის მასტერსის ფინალში გასული, თუმცა ყველა შემთხვევაში დამარცხებულმა დატოვა კორტი.