რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შარშან მოპოვებული ტიტული წარმატებით დაიცვა. ფინალურ შეხვედრაში 26 წლის რუსმა ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:4, 6:3 დაამარცხა 31 წლის ნა ლი.
ჩოგბურთელებმა კორტზე 1 საათი და 32 წუთი დაჰყვეს და ამ დროის განმავლობაში მარიამ 9 ბრეკპოინტიდან ოთხის რეალიზება შეძლო, მისმა მეტოქემ კი მხოლოდ ერთი ბრეიკით უპასუხა. შარაპოვამაც და ნა ლიმაც 2-2 ეისი ჩააწოდეს და 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს.
მარია შარაპოვამ თავის კარიერაში WTA-ს უკვე 29-ე ტურნირის მოგება შეძლო. გერმანიაში წარმატებულმა თამაშმა რუსს 470 სარეიტინგო ქულა და 100 806 ევრო მოუტანა.